იაპონიაში ინვესტორები კრიპტოვალუტის მოგებაზე 15%-დან 55%-მდე გადასახდს გადაიხდიან

0
1997

იაპონიის კრიპტო ინვესტორებისათვის ცნობილი გახდა, რომ ისინი მოგების წლიურ გადასახადს 15%-დან 55%-მდე გადაიხდიან.

ამის შესახებ “ბლუმბერგი” იტყობინება.

იაპონიის ეროვნულმა საგადასახადო სააგენტომ გასულ წელს უკვე გასცა ბრძანება რომლის თანახმადაც, ვირტუალური ვალუტის ტრანზაქციებიდან შემოსავლები განიხილება, როგორც “სხვა შემოსავლად”- წერს “ბლუმბერგი”.

კრიპტოვალუტის მოგებაზე გადასახადი არის უფრო მაღალი ვიდრე, უცხოური ვალუტებიდან და აქციებიდან აკრეფილი გადასახადების 20%. მაღალი საპროცენტო გადასახადს გადაიხდის ის, ვინც 40 მილიონ იენზე (დაახლოებით 367,600 აშშ დოლარი) მეტს გამოიმუშავებს.

სამხრეთ კორეაში იანვარში გამოცხადდა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟები კორპორაციისათვის არსებული საგადასახადო პოლიტიკის შესაბამისად, 24.2 პროცენტით დაიბეგრება.

“ბლუმბერგის” განცხადებით, ცოტა ხნის წინ ბიტკოინის 40 პროცენტიანი ვაჭრობა მიმდინარეობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა დიდ შემოსავალს კრიპტოვალუტის დაბეგრისგან მიიღებს.

“ბლუმბერგი” იტყობინება, რომ იაპონიის ეროვნული საგადასახადო სააგენტო ქმნის კრიპტოვალუტის ინვესტორთა მონაცემთა ბაზას, სავარაუდოდ, საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების უზრუნველსაყოფად. ეს პრაქტიკა ტოკიოსა და ოსაკასში უკვე დაინერგა, სადაც სპციალური გუნდი ელქტრონულ ვაჭრობას აკვირდება.

აშშ-ს შემოსავლების სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ მათ უკვე შექმნეს 10 კაციანი საგამომძიებო ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ვალუტის იმ მომხმარებელთა გამომჟღავნებას, რომელიც არ გადაიხდის გადასახადს.

შეგახსენებთ, რომ იაპონიამ 2017 წლის აპრილში ბიტკოინი აღიარა ლეგალური გადახდის საშუალებად. შემოღებული საგადასახადო სისტემა მიიჩნევა, რომ არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა თავიდან იქნას აცილებული არაკონტროლირებადი ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი