11 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1723

შაბათს, 11 მაისს ციფრული ვალუტების ფასმა საგრძნობლად მოიმატა.

ბიტკოინის კურსი 6.900 დოლარის ნიშნულს გადასცა. დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა 8%-ით მოიმატა. CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტის კურსმა კი 6.950 დოლარს მიაღწია.

უნდა აღინიშნის, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასის ზრდა თითქმის 22%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინი თავის პოზიციას კვლავ ინარჩუნებს. ეთერიუმის კაპიტალიზაცია 20.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო რიპლის – 13.8 მილიარდ დოლარს.

CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასმა დაახლოებით 13%-ით მოიმატა. ალტკოინის ფასი კი 197 დოლარს შეადგენდა.

კვირის განმავლობაში კი ეთერიუმის ფასი 21%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 11 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 212.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ეს მაჩვენებელი კი 17%-ით მეტია წინა კვირის მაჩვენებელზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი