ლიხტენშტეინის მთავრობა ციფრული ვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის რეგულაციას გეგმავს

0
1826

ლიხტენშტეინის მთავრობამ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტისა და Blockchain-ის ახალ მარეგულირებელ სისტემას შემოიღებს.

ახალი მარეგულირებელი წესები მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ინვესტორთა დაცვის სისტემა. ასევე ლიხტენშტეინის მთავრობა განაგრძობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას. განცხადებაში ასევე ნახსენებია სხვადასხვა საკითხი, მაგალითად, ის თუ როგორ შეიძლება დაბალანსდეს ციფრული აქტივები და ტრადიციული ეკონომიკა.

ამასთანავე, მარეგულირებელ სისტემაში მნიშვნელოვანია Blockchain-ის როლიც. როგორც მთავრობის წევრები აცხადებენ, Blockchain ტექნოლოგია ახალ შესაძლებლობებს ქმნის ფინანსურ მომსახურებებში, ლოჯისტიკაში, ენერგეტიკულ ინდუსტრიაში, მრეწველობასა და მედიაშიც კი.

ლიხტენშტეინის მთავრობა Blockchain ტექნოლოგიის რეგულაციის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის მარტში საუბრობდა. რეგულაციის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ადრიან ჰესლერმა ვადუცში გამართულ საფინანსო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში 2018 წლის ზაფხულში იყო წარდგენილი.

“დაგეგმილი რეგულაციები გაგვხდის მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ სახელმწიფოდ, რომლის რეგულაციის სისტემა ფართო ეკონომიკური განაცხადების საფუძველი იქნება”, – განაცხადა ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს ლიხტენშტეინის პრემიერ-მინისტრმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი