2 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    ხუთშაბათს, 2 მაისს კრიპტოვალუტების ბაზარი ზრდის ტენდენციას აჩვენებდა. კრიპტოვალუტების ფასების ზრდის მაჩვენებელი 1%-დან 3%-მდე მერყეობდა.

    დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 1.4%-ით გაიზარდა. კრიპტოვალუტის კურსმა კი 5.455 დოლარს მიაღწია. ბიტკოინის ცდილობს დაუბრუნდებს თავის ძველ პოზიციას, 5 აპრილამდე ბიტკოინის ფასი 5.500 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

    უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის შემცირების მაჩვენებელი ძალიან მცირეა და ის დაახლოებით 1%-ს შეადგენს.

    რაც შეეხება ეთერიუმს: 2 მაისს ალტკოინის ღირებულება გაიზარდა. ეთერიუმის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 160 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

    ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ეთერიუმის დანაკარგი მხოლოდ 2.5%-ს შეადგენს.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 2 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 178.06 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

    კაპიტალიზაციის ეს მაჩვენებელი 25 აპრილს მონაცემთან შედარებით 1.9 მილიარდი დოლარით ნაკლებია.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *