10 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1382

ოთხშაბათს, 10 აპრილს კრიპტოვალუტების ბაზარმა კვლავ ზრდის ტენდენცია აჩვენა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასმა მხოლოდ 1%-იანი მოგება დააფიქსირა. კრიპტოვალუტის კურსი ძირითადად 5.272 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ბიტკოინის მიმდინარე ფასი დაახლოებით 4%-ით აღემატება 5.038 დოლარის მაჩვენებელს. ეს არის კურსი, რომელზედაც კვირის დასაწყისში ბიტკოინის ღირებულება ფიქსირდებოდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი კვლავ ინარჩუნებს უმსხვილესი ალტკოინის სტატუსს. ალტკოინის კაპიტალიზაცია დაახლოებით 19 მილიარდი დოლარია. რიპლის კაპიტალიზაცია კი 14.8 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ღირებულება დაახლოებით 1.5%-ით გაზრდილია. დღის განმავლობაში ალტკოინის ღირებულება კი 180 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

კვირის განმავლობაში ალტკოინის ფასი დაახლოებით 5%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 10 აპრილს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 182,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი