8 და 9 ივნისს G20-ის წევრი ქვეყნები საერთაშორისო სამიტს იაპონიაში გამართავენ. სამიტზე საუბარი იქნება კრიპტოვალუტის შესახებ. უფრო კონკრეტულად კი სამიტის წევრები განიხილავენ ციფრული ვალუტის ფულის გათეთრების საქმიანობაში გამოყენებას. ამ საკითხთან დაკავშირებით G20-ის წევრებმა რეგულაციებზე უნდა იმსჯელონ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს G20 წევრი სახელმწიფოების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები და ფინანსთა მინისტრები. ღონისძიება ფოკუსირებული იქნება კრიპტოვალუტის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
2018 წლის დეკემბერში G20 სამიტის წევრმა ქვეყნებმა დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაციის მიხედვით, კრიპტოვალუტის განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემო უნდა შეიქმნას.
პირველ დეკემბერს გამოქვეყნდა დოკუმენტი სახელწოდებით “სამართლიანი და მდგრადი განვითარების კონსენსუსი”, რომელშიც შეჯამდა G20 სამიტის მონაწილე ქვეყნების მე-13 შეკრება.
გამოქვეყნებული დოკუმენტი კრიპტოვალუტის რეგულირებას ეხებოდა, თუმცა ასევე აღნიშნული იყო, რომ მნიშვნელოვანია ციფრული ვალუტის განავითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაც.
დეკემბერში გამართულ სამიტამდე, ბუენოს-აირესის სამიტზე აქტიურად განიხილებოდა ციფრული ვალუტის რეგულაციისა და დაბეგვრას საკითხი.