ხუთშაბათს, 4 აპრილს ციფრული ვალუტების ბაზარი შემცირდა. თუმცა, ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტების კურსს დიდი ვარდნა არ განუცდია.
უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასის ნიშნული 4.972 დოლარზე ჩამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ციფრული ვალუტის კურსმა მხოლოდ 2%-ით დაიწია.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბიტკოინი მთელი დღე ცდილობდა 5.000 დოლარის მხარდაჭერის მოპოვებას. ამ ფასების გარდა, მნიშვნელოვნია, რომ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 22%-ით გაუმჯობესდა.
რაც შეეხება ეთერიუმს: კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი 6.3%-ით შემცირდა. ალტკოინის ფასმა 161 დოლარამდე დაიწია.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 15%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 4 აპრილს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 170 მილიარდ დოლარს შეადგენდა.