ექსპერტები: ამ კვირაში ბიტკოინის ფასი 10.000 დოლარს მიაღწევს

0
3025

ბიტკოინი კვირის ბოლოსკენ 5 თებერვლის ნიშნულს დაუბრუნა, როდესაც ციფრული ვალუტის ფასი 8000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, ბიტკოინი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8300-დან 6111 დოლარზე ჩამოვიდა. შაბათს კი, ფასმა 9109-ზე აიწია.

ისეთი მხვილი ბაზრები, როგორებიცაა აშშ-სა და ინდოეთში გარკვეული რეგულაციების ქვეშ არის. ინტერნეტ-გამოცემა Cointelegraph-ი მუდმივად წერდა, რომ ინდოეთისა და აშშ მხრიდან რეგულაციები კრიპტოვალუტის კურსიის არასტაბილურობას ხელს უწყობდა.

სოციალურ მედიაში ხშირად იწერებოდა, რომ ბიტკონის ბედი უარყოფითისკენ შეიცვალა, მანამ სანამ კურსმა 9000 დოლარს არ გადააჭარბა. რაც შეეხება ამ კვირის პროგნოზებს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის ფასი 10.000 დოლარს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ ალტკოინებმაც ბიტკოინის კვლალდაკვალ განიცადეს რყევები.

კვირას, Coinmarketcap-ის მიხედვით, 50-ზე მეტი აქტივის ზარალი დაფიქსირდა. ამის ფონზე, ახალი ალტკოინი, U.CASH-ი 24 საათის განმავლობაში 1000%-ით გაიზარდა და 33 ადგილას გადაინაცვლა 645 მილიონიანი კაპიტალიზაციით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი