24 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1674

კვირას, 24 მარტს ციფრული ვალუტების ბაზარმა მცირედიდ დაიკლო.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ღირებულება მხოლოდ 0.1%-ით შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ 24 მარტს კრიპტოვალუტის კურსი 4.021 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

რაც შეეხება მეორე უდიდეს ციფრულ ვალუტას ეთერიუმს: ალტკოინი კვლავ ინარჩუნებს პოზიციებს. ეთერიუმის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 14.4 მილიარდი დოლარია. რიპლის კაპიტალიზაცია კი შემცირებულია. ალტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი მხოლოდ 12.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასმა უმნიშვნელო შემცირება განიცადა. კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით ნახევარი პროცენტით შემცირდა.

დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 137 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი მხოლოდ 3%-ით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 24 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 140 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი