შვეიცარიის საკანონმდებლო ორგანო კრიპტოვალუტის რეგულაციაზე მუშაობს

0
1854

შვეიცარიის ფედერალურ ასამბლეაში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ საკითხზე კენჭისყრა ჩატარდა. საქმე ეხებოდა კრიპტოვალუტის მარეგულირებელი სტრუქტურის განსაზღვრას.

ეროვნული საბჭოს 99 წევრმა, შვეიცარიის ფედერალური ასამბლეის ქვედა პალატამ, მხარი დაუჭირა ლიბერალური ფრთის წარმომადგენლის, ჯოვანი მერლინის მიერ შემოთავაზებულ რეგულაციებს. 83 დეპუტატი კი კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 10-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

შემოთავაზებულ რეგულაციებს ფედერალური ასამბლეის ზედა პალატა განიხილავს. რეგულაციების თანახმად, ორივე, ადმინისტრაციული და სასამართლო ხელისუფლების კანონმდებლობა უნდა გახდეს კრიპტოვალუტის მიმართ ადაპტირებული.

“კრიპტოვალუტა უნდა იყოს დეცენტრალიზებული, Peer-to-peer მონაცემთა ქსელზე დაფუძნებული. ციფრული ვალუტების უმეტესობა სრულიად ანონიმურია, რაც გარკვეულწილად საფრთხის შემცველიც არის”,- განაცხადა ჯოვანი მერლინიმ.

როგორც მედია წერს, ჯოვანი მერლინის მიერ შემოთავაზებული რეგულაციები ცოტა მოულოდნელი იყო შვეიცრიის პარლამენტისთვის. ქვეყნის ამჟამინდელი კანონმდებლობით კრიპტოვალუტა კლასიფიცირდება, როგორც ვირტუალური აქტივი, რომლის მიმართაც არ მუშაობს მკაცრი მარეგულირებელი სისტემა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა უელი მეიერმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ახალი სპეციფიკური რეგულაციების ნაცვლად, ფედერალური ასამბლეა ინდუსტრიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად კანონმდებლობის ადაპტაციას მოახდენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი