ხუთშაბათს, 21 მარტს კრიპტოვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა. დღის განმავლობაში ციფრული ვალუტების ფასებმა ერთიდან ოთხ პროცენტამდე დაიკლო.
უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში ბიტკოინი ინარჩუნებდა 4.000 დოლარის ნიშნულს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 4.027-დან 4.007 დოლარამდე მერყეობდა.
რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი კაპიტალიზაციის მაჩვენებლით კვლავ მეორე ადგილს ინარჩუნებს. ბოლო 24 საათის მანძილზე ალტკოინის კურსი 137 დოლარამდე შემცირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტის ფასმა 1.87%-ით დაიკლო.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია ეთერიუმის თანადამფუძნებლის, ვიტალიკ ბუტერინის მიერ მედიით გავრცელებული კომენტარი. ბუტერინმა განაცხადა, რომ ქსელის უსაფრთხოებისა და ფართო ეკოსისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მაღალი ფასები.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 21 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 139 მილიარდ დოლარს შეადგენდა.