სამხრეთ კორეის სამედიცინო სფეროში Blockchain ტექნოლოგია აქტიურად ინერგება

0
2371

სამხრეთ კორეის ერთ-ერთ მთავარ კლინიკაში აცხადებენ, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმის შექმნა იგეგმება. ტექნოლოგიის დანერგვის მიზანი კი სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაა.

ამის შესახებ ინფორმაციას Daily Medi ავრცელებს.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სმარტ ჰოსპიტალის” პროექტი კორეის მეცნიერებათა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და სეულის სამედიცინო ცენტრის მიერ ერთობლივად განვითარდა.

პროექტი მიზნად ისახავს მონაცემთა სიზუსტის გაუმჯობესებას.

“სეულში სამედიცინო ცენტრი ააშენებს ინდივიდუალური და ინტეგრირებული სამედიცინო ინფორმაციის ელექტრონულ პლატფორმას. პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება სადაზღვევო პრეტენზიების შესახებ განცხადებაც”,-ნათქვამია Daily Medi-ს სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმსხვილესი კლინიკა ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიის პარტნიორი ჯერ კიდევ ნოემბერში გახდა. პარტნიორობის მიზანი იყო შეიქმნას სამედიცინო მომსახურების ისეთი პლატფორმა, რომელიც Blockchain ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.

პრეს-რელიზში აღნიშნული იყო, რომ სამხრეთ კორეის ქალაქ გოიანგში მდებარე Myongji-ს კლინიკამ ხელი მოაწერა ურთიერშეთანხმების მემორანდუმს IT კომპანია BICube-სთან.

სამედიცინო პლატფორმა პაციენტებს საშუალებას მისცემს მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურად იყოს შენახული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი