ყატარის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებს

0
1441

ყატარის ბაზარზე მოქმედმა უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, Ooredoo Group-მა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია საშუალება The Peninsular Qatar-ი იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია უკვე თანამშრომლობს კერძო, საჯარო და აკადემიურ სივრცეებთან, რათა Blockchain სისტემის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შეიმუშავოს.

Ooredoo Group-ის აღმასრულებელი დირექტორი შეიხ საუდ ბინ ნაზერ ალ თანი აცხადებს: “Blockchain-ი ხელს შეუწყობს ახალი ციფრული ბიზნეს მოდელების შექმნას და შესაბამისად, შემოსავლების გაზრდას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.”

მისი თქმით, Blockchain ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს ხარჯების ოპტიმიზაცია მოახდინონ, ხოლო ეფექტიანობა და გამჭვირვალობა გაზარდონ. ეს კი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს კლიენტების ნდობის კიდევ უფრო ზრდას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სინგაპურის მთავრობა საზღვაო სავაჭრო საქმიანობაში Blockchain-ს გამოიყენებდა.

ქვეყნის მთავრობამ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საზღვაო სავაჭრო პლატფორმის პილოტი შექმნა. TradeTrust არის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული კომპლექსური პროცესების გააქტიურებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი