10 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1827

კვირას, 10 მარტს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა.

ბიტკოინის ღირებულება 3.900 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი მხოლოდ ერთი პროცენტით შემცირდა. ბიტკოინის ფასის ნიშნული დაახლოებით 3.931 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კაპიტალიზაცია 14.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. რიპლი კი კვლავ მესამე ადგილზე რჩება, რომლის კაპიტალიზაციის მაჩვენებელიც 13 მილიარდი დოლარია.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 1.3%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 136-სა და 138 დოლარს შორის მოძრაობდა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 2.2%-ით გაიზარდა. დღევანდელი ფასი კი გასული კვირის მონაცემებისგან, 133 დოლარისგან მცირედით, თუმცა მაინც განსხვავდება.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 10 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 134 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი