სამხრეთ კორეის პროკურატურამ განაცხადა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითობის სქემებს გამოავლენს.
ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ახალი ჯგუფი პასუხისმგებელი იქნება გამოავლინოს თაღლითობის, ფულის გათეთრების, დანაშაულისა და სხვა უკანონო ქმედებების შემთხვევები, რომლებიც fintech-თან და კრიპტოვალუტასთან იქნება დაკავშირებული.
სპეციალური ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება არის რეაგირება კრიპტოვალუტის ინდუსტრიასთან დაკავშირებული გაყალბების შემთხვევებისა და დანაშაულების მნიშვნელოვნად გაზრდის თაობაზე.
ქვეყნის ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, კრიპტოპტოვალუტების ინვესტიციებთან დაკავშირებული თაღლითობის შემთხვევები 2016 წლიდან თითქმის 9-ჯერ არის გაზრდილი.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა ფინანსური სექტორისთვის დაბალ რისკს წარმოადგენდა.
ამ მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდის გათვალისწინებით, კრიპტოვალუტის ბაზრები ტრადიციული ადგილობრივი ფინანსურ ბაზრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.
“კრიპტო აქტივების ინვესტიციების მოცულობა არ არის დიდი, სხვა ინვესტიციებთან შედარებით. ამიტომ ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების მიერ ციფრული აქტივების შესაძლო რისკი უმნიშვნელოა. ამ ფონზე, ჩვენ ველოდებით, რომ კრიპტო აქტივებს შეზღუდული გავლენა ექნება სამხრეთ კორეის ფინანსურ ბაზარზე”,-აღნიშნული იყო ოფიციალურ განცხადებაში.