ბრიტანეთის ფინანსურმა მარეგულირებელმა არასანქცირებული კრიპტოვალუტის კომპანიის შესახებ გაფრთხილება გამოსცა.
მარეგულირებლის ცნობით, ბულგარეთში დაფუძნებული Next Coin Market-ი აცხადებდა, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებს სთავაზობდა კრიპტოვალუტის მომსახურებას.
ბრიტანეთის მარეგულირებელმა განმარტა, რომ კომპანია მომხმარებელს ყალბი ვებსაიტის ბმულს უგზავნიდა. თავის მზრივ, ბმული იძლეოდა შთაბეჭდილებას, რომ ფირმა დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელის მიერ ოფიციალურად რეგისტირებულია. თუმცა Next Coin Market-ი ხელისუფლების მიერ არ არის რეგისტრირებული. უფრო მეტიც, მარეგულირებელმა განაცხადა, რომ კომპანია დანაშაულებრივ საქმიანობაში არის ჩართული.
ფინანსურმა მარეგულირებელმა საზოგადოებას სთხოვა, რომ უწყებასთანვე განეხილა ცრუ განცხადებებთან დაკავშირებული საქმეები. ფულადი სახსრების გაცემის შემთხვევაში, ხელისუფლება ურჩევს საზოგადოებას დიდი ბრიტანეთის ეროვნული საანგარიშო ცენტრის თაღლითობისა და კიბერ დანაშაულის შესახებ ანგარიშს გაეცნოს.
მარეგულირებელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ, როდესაც საქმე არარეგისტრირებულ კომპანიას ეხება დაზარალებულ მხარეს ფინანსური ომბუდსმენი პრობლემების მოგვარებაში ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს ფინანსურმა მარეგულირებელმა კრიპტოვალუტის რეგულაციასთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში აპრილში უნდა წარადგინოს.