ხუთშაბათს, 7 მარტს კრიპტოვალუტების ბაზარი გაუმჯობესებული იყო. გუშინ თითქმის ყველა ციფრული ვალუტის კურსი გაიზარდა.
უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბიტკოინის ფასის ნიშნული მნიშვნელოვნად შეიცვალა. კრიპტოვალუტა ნელ-ნელა 4.000 დოლარის ნიშნულს უახლოვდება. გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 3.901 დოლარზე გაიხსნა და დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასის ნიშნულს 3.938 დოლარზე მიაღწია.
რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით რიგით მეორე კრიპტოვალუტას: ეთერიუმის ფასის ნიშნული დაახლოებით 138 აშშ დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი მხოლოდ 0.08% გაიზარდა.
კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასი ერთი პროცენტით არის გაუმჯობესებული, ხოლო თვის მანძილზე ეს მაჩვენებელი 30%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 7 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 133.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ კაპიტალიზაცია დღის დასაწყისში დაახლოებით 132.8 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.