Starbucks-მა შესაძლოა, კრიპტოვალუტით გადახდა დაუშვას

    კომპანია Starbucks-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ კრიპტოვალუტის კომპანია Bakkt-თან თანამშრომლობს. როგორც კრიპტო კომპანია აცხადებს, სულ მალე Starbucks-ი ბიტკოინით გადახდას დაეთანხმება.

    Starbucks-ის შესახებ ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ კრიპტოვალუტის პლატფორმასთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში დაიწყო.

    მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე Bakkt-ის მიზანია ინვესტორებთან თანამშრომლობა და მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიწოდება.

    ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ კომპანიის გეგმებიდან გამომდინარე, Bitcoin Futures-ის კონტრაქტების გაფორმება, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოსთვისაა გათვალისწინებული, მარეგულირებელის წესების სრული დაცვით ხორციელდება.

    შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია Starbucks-მა ზაფხულში უარყო. Starbucks-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კომპანიის მომსახურეობისთვის საფასურის გადახდა ბიტკოინით ან სხვა ნებისმიერი ციფრული ვალუტით არ იწარმოებდა.

    თუმცა, როგორც ჩანს, Starbucks-მა პოზიცია შეიცვალა და შესაძლოა, სულ მალე მომხმარებლებმა ყავის საფასური ბიტკოინით გადაიხადონ.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *