კომპანია Ernst & Young-ი გადასახადების კრიპტოვალუტით გადახდის პროექტზე მუშაობს

0
1499

აუდიტორული და პროფესიონალური მომსახურების კომპანია Ernst & Young-ი საგადასახადო მიმართულებით მუშაობას იწყებს, რათა გადასახადები კომპანიამ კრიპტოვალუტით გადაიხადოს.

ამის შესახებ ფართო აუდიტორიისთვის კომპანიის პრესრელიზიდან გახდა ცნობილი.

Ernst & Young-ის პროექტი, რომელიც გადასახადების გადახდას ციფრული ვალუტით ითვალისწინებს, მეორე მხრივ მიმართულია ინდუსტრიის განვითარებისკენ.

ამასთანავე, ინსტიტუციონალურ კლიენტებს, რომლებიც კრიპტოვალუტების მფლობელები არიან მათთვისაც უფრო კომფორტული იქნება ამ სახით გადახდის სისტემის შეცვლა.

კომპანიის კონკრეტული განყოფილება პასუხისმგებელი იქნება კრიპტოვალუტით გადახდისა და დადასტურებული ტრანზაქციის შესახებ. ამასთანავე, განყოფილება მიიღებს ყველა სახის მონაცემებს და მათ ანალიზს ჩაუტარებს.

Ernst & Young-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კომპანიას უკვე აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი მომხმარებელთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით, რომლებიც ფლობენ კრიპტო აქტივებს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ თებერვალში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჰაიოს შტატის ორი კომპანია გადასახადს კრიპტოვალუტით გადაიხდიდა. ოჰაიო ამერიკის პირველი შტატი გახდა, რომელმაც გადასახადების ციფრულ ვალუტაში გადახდა დაუშვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი