ეთერიუმის თანადამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა განაცხადა, რომ იგი ცდილობს ბიტკოინის შეზღუდული ფუნქციონირება ეთერიუმის განვითარებით გადაჭრას.
ამის შესახებ ვიტალიკ ბუტერინმა Business Insider-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
კრიპტოვალუტის თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ბიტკოინს გარკვეუული შეზღუდვები ჯერ კიდევ აქვს. ეთერიუმი კი სმარტფონს ჰგავს, რომელსაც შეუძლია აწარმოოს თითქმის ყველანაირი სახის აპლიკაცია.
გარდა ამისა, ბუტერინმა გარკვეულწილად სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეთერიუმის გაუმჯობესებაზე მუშაობს.
“ასე რომ, რაც მე შევქმენი ეს იყო საბაზისო ტიპის სმარტფონის გარკვეული სახე. თუმცა ძირითადი იდეა სისტემის სიმძლავრის გაზრდას გულისხმობს, რათა კრიპტოვალუტას უფრო ზოგადი დანიშნულება მიეცეს. თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კავშირში იქნება Blockchain ტექნოლოგიასთან”,- აღნიშნა ეთერიუმის თანადამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბრის დასაწყისში ტექ.-ანალიტიკოსმა ტომ ლიმ განაცხადა, რომ 2019 წელს ეთერიუმის კურსი გაიზრდებოდა.
“ეთერიუმი ტენდენციას შეცვლის და 2019 წლის ბოლოსთვის 1.900 დოლარს მიაღწევს”,- აღნიშნა ტომ ლიმ.