26 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1676

სამშაბათს, 26 თებერვალს კრიპტოვალუტის ბაზარი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბაზარზე ცვლილებები არ დაფიქსირებულა. წინა დღეების ზრდის ტენდენციას ფასების შემცირება მოჰყვა.

ბიტკოინის ფასის ნიშნული ბოლო 24 საათის განმავლობაში 1%-ით შემცირდა. კურსის დაკლებიდან გამომდინარე კრიპტოვალუტამ 3.847 დოლარის ფარგლებში დაიწყო მერყეობა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასის დანაკარგი 3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ამ ეტაპზე ალტკოინის ფასი 135 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ციფრული ვალუტის კურსი 3%-ით დაეცა.

ეთერიუმის ფასმა 150 დოლარიდან დაიწყო ვარდნა. ალტკოინის კურსი ჯერ 140-ზე, ხოლო შემდეგ 137 დოლარზე დაფიქსირდა. ამას კი მოჰყვა 135 დოლარამდე შემცირება.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 26 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 130.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი