უორენ ბაფეტი ბიტკოინის მიმართ კვლავ კრიტიკულად არის განწყობილი

0
1568

Berkshire Hathaway-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, უორენ ბაფეტმა ბიტკოინს ბოდვა უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ბიტკოინი მხოლოდ შარლატანებს იზიდავს.

ამის შესახებ Berkshire Hathaway-ს აღმასრულებელმა დირექტორმა CNBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბაფეტი ცნობილი ბიტკოინის კრიტიკოსია. ინტერვიუდან როგორც გამოირკვა, მას დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არ შეუცვლია.

საუბრისას ბაფეტმა ასევე აღნიშნა, რომ ბიტკოინს არ გააჩნია უნიკალური ღირებულება, რადგან მას არაფერი არ აწარმოებს. Blockchain ტექნოლოგია კი არ არის ბიტკოინზე დამოკიდებული.

თუმცა უორენ ბაფეტმა იქვე დაამატა: “ვინ იცის, სად ვიქნებით მომავალ წელს”. მის ამ ფრაზას კრიპტოვალუტის მომხამრებლების მხრიდან კომენტარი მოჰყვა, რომ შესაძლოა, ბაფეტმა მოსაზრება შეიცვალოს. თუმცა ეს საკმაოდ საკამათო საკითხია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში Berkshire Hathaway-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კომპანიის ყოველწლიურ შეხვედრაზე ასევე ნეგატიური დამოკიდებულება გამოამჟღავნა ბიტკოინის მიმართ. მან განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა არსებობას ცუდად დაამთავრებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი