საფრანგეთის პრეზიდენტი სოფლის მეურნეობის სფეროში Blockchain-ის დანერგვას მხარს უჭერს

0
1634

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას ევროპის სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში. პრეზიდენტმა აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა პარიზში 56-ე საერთაშორისო სოფლის მეურნეობის გამოფენაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მაკრონმა მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს ერთიანობისკენ, რათა რუსეთთან, ჩინეთთან და აშშ-სთან კონკურენციის გაწევა შესძლონ. მაკრონმა სოფლის მეურნეობის ევროკავშირის საერთო პოლიტიკასაც გაუსვა ხაზი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა რამდენიმე ფართომასშტაბიანი სტრატეგია დასახა: “არც ერთი ფერმერი ან მომხმარებელი არ უნდა ექვემდებარებოდეს არაევროპული ქვეყნების კარნახს”.

დასახელებულ სტრატეგიებს შორის იყო ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება, მათ შორის როგორიც არის Blockchain-ი.

“მოდით დავნერგოთ ეს ევროპაში. ევროპა უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების განვითარების ავანგარდში. ამაში კი მოიაზრება ის საშუალებები, რომლებიც ყველა პროდუქტის ნედლეულის წარმოებას, შეფუთვასა და დამუშავებას გულისხმობს. ინოვაცია არსებობს და ის სასოფლო-სამეურნეო სფეროში უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან ტექნოლოგია პირველ რიგში მომხმარებელს ემსახურება”, -განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ კი, Blockchain ტექნოლოგიას შეუძლია გამჭვირვალობის გაზრდა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. ეს კი უზრუნველყოფს მომხმარებლის უფრო ხარისხიან, სანდო და კომფორტულ მომსახურებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი