მალტა Blockchain ტექნოლოგიას საგანმანათლებლო სფეროში ნერგავს

0
1652

მალტაში ყველა საგანმანათლებლო სერთიფიკატი Blockchain ტექნოლოგიაზე შეინახება.

ამის შესახებ ადგილობრივი ინგლისურენოვანი გამოცემა იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპილოტე პროგრამა ორი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. საგანმანათლებლო სერთიფიკატებში იგულისხმება, როგორც სასკოლო ისე საუნივერსიტეტო სერთიფიკატები.

ინფორმაციის მიხედვით, მალტის მთავრობამ ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Learning Machine-თან, რომელსაც აღნიშნული საპილოტო პროექტის შესრულება ევალება.

ხელმოწერის ცერემონიალზე პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მასკატმა განაცხადა, რომ მალტა მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც ყველა საგანმანათლებლო სერთიფიკატს Blockchain-ზე განათავსებს.

“2017 წელს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ მალტა Blockchain კუნძული გახდებოდა და ეს ასეც არის”,-აღნიშნა პერემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მალტაზე დაფუძნებული კომპანიები Blockchain-ის რეგულაციის მოლოდინში იყვნენ.

მარეგულირებელი Blockchain კომპანიებს სთხოვდა, რომ რეგულაციის საბოლოო სახით ძალაში შესვლამდე ოპერატორებს თვალი ედევნებინათ მარეგულირებელის მიერ გამოქვეყნებულ პერიოდულ განცხადებებისთვის, რათა სხვადასხვა სიახლის შესახებ ისინი სრულად ყოფილიყვნენ ინფორმირებულები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი