22 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1626

პარასკევს, 22 თებერვალს კრიპტოვალუტების ბაზარი სტაბილურად განაგრძობდა ზრდას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ CoinMarketCap-ის ჩამონათვალში მოცემული ციფრული ვალუტები ფასის ზრდის ტენდენციას განიცდიდა. მოიმატა უკლებლივ ყველა კრიპტოვალუტის კურსმა.

გუშინ ბიტკოინის კურსი 4.000 დოლარის ზღვარს ასცდა. დღის ბოლოს კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 4.005 დოლარზე დაიხურა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტამ 10%-ით მოახერხა ფასის გაზრდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინი მთლიანი ბაზარის 52%-ს იკავებს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი დაახლოებით 5%-ით გაუმჯობესდა. ეს კი ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტა ცდილობს, რომ 150 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდეს.

მნიშვნელოვანია ფაქტია, რომ უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 21%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 134.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი