ამ კვირაში ციფრული ვალუტების კურსი მკვეთრად გაიზარდა. ბიტკოინმა კი ანალიტიკოსების მოლოდინი გაამართლა და 4.000 დოლარის ფასის ნიშნულს მიუახლოვდა.
ბიტკოინი
ბოლო 3 დღეა ბიტკოინის ფასი 4.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. მიუხედავად იმისა, რომ ფასი მხოლოდ მცირე ნიშნულით ასცდა 4.000 დოლარს კრიპტოვალუტა პოზიციების შენარჩუნებას განაგრძობს.
თუკი ბიტკოინმა 4.000 დოლარის წინააღმდეგობა დასძლია მოსალოდნელი დონე 4.255 დოლარი იქნება. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტამ 4.255 დოლარის კურსი უკან ჩამოიტოვა მოსალოდნელი პოზიცია 5.236 დოლარია.
თუმცა, თუ ბიტკოინმა ფასის შემცირება დაიწყო მაშინ შესაძლოა, კრიპტოვალუტამ 3.236-სა და 4.255 დოლარს შორის იმოძრაოს.
ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მატების დროს დაიწყონ ვაჭრობა.
ეთერიუმი
ეთერიუმი ბოლო რამდენიმე დღეა 150 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ეს კი ნიშნავს, რომ ალტკოინს აქვს 167 დოლარამდე გაზრდის პოტენციალი. თუკი კრიპტოვალუტა 167 დოლარის ნიშნულს მიაღწევს მოსალოდნელი დონე 182 დოლარი იქნება.
ამ პერიოდში ტრეიდერებს ვაჭრობის შანსი მიეცემათ.
იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის ფასი დაიკლებს მოსალოდნელი დონე ჯერ 134 შემდეგ კი 125 დოლარი იქნება.
რიპლი
რიპლის კურსი 0.33 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. თუკი ალტკოინი ამ ნიშნულს დასძლევს მოსალოდნელი დონე 0.40 დოლარი იქნება.
მეორე მხრივ, თუ რიპლის ფასი 0.33 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდება მოსალოდნელი პოზიცია 0.28 დოლარი იქნება.
ანალიტიკოსები ფასის მომატების დროს რეკომენდირებენ ვაჭრობას.
ლაიტკოინი
20 თებერვალს ლაიტკოინმა 52 დოლარის დონე დაარღვია. თუმცა კრიპტოვალუტამ 47 დოლარზე მოახერხა გამყარება. თუკი ლაიტკოინი 52 დოლარის ნიშნულს ასცდება მოსალოდნელი დონე 56 დოლარი იქნება.
აქედან გამომდინარე, ტრეიდერებს ვაჭრობის შეწყვეტა 40 დოლარზე შეეძლებათ.
ალტკოინის ფასის კლების ნიშნად კი ჩაითვლება პოზიცია, რომელიც 40 დოლარის ქვედა დონეზე დაფიქსირდება.
ბიტკოინ Cash-ი
უკანასკნელი რამდენიმე დღეა ბიტკოინ Cash-ის კურსი 141 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუკი ალტკოინის კურსი 150 დოლარის ნიშნულს მიაღწევს ეს იქნება ფასის ზრდის ტენდენციის ნიშანი.
იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინ Cash-ი 150 დოლარის დონეს დასძლევს მოსალოდნელი პოზიციებია 163 და 175 დოლარი.
კურსის კლების შემთხვევაში კი შესაძლოა, ალტკოინის ფასი 121 დოლარამდე დაეცეს.
ექსპერტები ტრეიდერებს ფასის ზრდის ტენდენციის დროს ურჩევენ ვაჭრობას.