17 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1604

კვირას, 17 თებერვალს ციფრული ვალუტის ბაზარი ოდნავ შემცირდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფასები მეტ-ნაკლებად სტაბილურად გამოიყურებოდა.

ბიტკოინის კურსი 3.650 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 0.18%-ით შემცირდა. ფასის კლების შემთხვევაში კურსი 3.631 დოლარამდე შემცირდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი თავის პოზიციას კვლავ ინარჩუნებს. ალტკოინის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი დაახლოებით 13.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. რიპლის საბაზრო კაპიტალიზაცია კი დაახლოებით 12.3 მილიარდ დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 2%-ით გაიზარდა. ალტკოინის ფასი 123-დან 126 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. კვირის განმავლობაში ეთერიუმის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტის ფასმა კვირის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 7%-ით მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 17 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 121.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი