ხუთშაბათს, 14 თებერვალს ციფრული ვალუტების ბაზარი მცირე დანაკარგებს განიცდიდა.
ბიტკოინის ფასის მაჩვენებელი მხოლოდ 0.19%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში კი ბიტკოინის კურსი დაახლოებით 3.620 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას ბიტკოინის კურსი დაახლოებით 6%-ით გაუმჯობესდა. ეს მაშინ, როცა თვის დანაკარგი ჯერ მხოლოდ 2%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინმა კვლავ დაიბრუნა თავისი პოზიცია, როგორც კაპიტალიზაციის მიხედვით რიგით მეორე უმსხვილესმა კრიპტოვალუტამ. გუშინ ეთერიუმის კურსი მხოლოდ 0.31%-ით შემცირდა. ფასი ძირითადად 121 დოლარის ფარგლებში განაგრძობდა მოძრაობას.
აღსანიშნავია, რომ ეთერიუმის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 12.7 მილიარდი დოლარის შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 14 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 121 მილიარდ დოლარს შეადგენდა.