ლაიტკოინის მოსალოდნელი დონე 47 დოლარია

0
1580

რამდენიმე დღეა ლაიტკოინის კურსი 42-დან 46 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

გუშინ, ლაიტკოინზე ვაჭრობა 43 დოლარზე გაიხსნა. დღის მანძილზე დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 44 დოლარი იყო. ალტკოინის კურსის ყველაზე დაბალი ნიშნული 41 დოლარზე აღმოჩნდა, ხოლო დღის ბოლოს ვაჭრობა 42 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსების თქმით, მოსალოდნელია როგორც ზრდის, ისე კლების ტენდენციებიც.

თუ ლაიტკოინის კურსი შემცირდება მოსალოდნელო დონე 33 დოლარია. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი ამაზე ქვევით ჩავა მაშინ შესაძლოა, ლაიტკოინმა 27 დოლარის ფასის ნიშნული დაიკავოს.

პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში კი, ალტკოინის კურსის მოსალოდნელი დონე 47 დოლარი იქნება.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ მხოლოდ ფასის მატების დროს განახორციელონ ვაჭრობა.

რაც შეეხება რიპლის: 13 თებერვალს რიპლიზე ვაჭრობა 0.30 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებულ ფასის ყველაზე მაღალ ნიშნულს 0.31 დოლარი წარმოადგენდა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 0.30 დოლარზე დაფიქსირდა და ამავე ნიშნულზე დაიხურა ვაჭრობაც.

ანალიტიკოსების თქმით, მოსალოდნელია, რომ ალტკოინის კურსმა 0.33-დან 0.27 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს.

ანალიტიკოსები ინვესტორებს ურჩევენ, რომ მხოლოდ კურსის გამყარების დროს განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი