ნაიელ ფერგიუსონი: ფულის მომავალი ციფრული ვალუტაა

0
2189

ეკონომიკის ბრიტანელმა ისტორიკოსმა ნაიელ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ბიტკოინი არის ციფრულ ოქრო.

ნაიელ ფერგიუსონი მსოფლიოში ცნობილი ისტორიკოსია. ამასთანავე, ის 14 წიგნის ავტორია, მათ შორის ავტორია წიგნისა “მხოლოდ ფულს აქვს ლიმიტირებული შესაძლებლობები”.

ფერგიუსონის აზრით, ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის გადახდის საშუალებად აღიარება სწორი არ იქნება. ამის მთავარი მიზეზი კი ციფრული ვალუტის არასტაბილური ხასიათია.

მიუხედავად ამისა, ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ფულის მომავალი ციფრული ვალუტაა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მარეგულირებელი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიურად განაგრძობს მუშაობას. ჯერ კიდევ იანვარში გაერთიანებული სამეფოს ფინანსურმა მარეგულირებელმა კრიპტო აქტივებთან დაკავშირებით დოკუმენტი გამოაქვეყნა.

დოკუმენტი მიზნად ისახავდა კრიპტო სფეროს რეგულაციების მხრივ მეტი სიცხადის გამომჟღავნებას. დაწყებულია კონსულტაციის პერიოდი, რომელიც 2019 წლის 5 აპრილს უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლის პოზიცია საბოლოოდ უნდა გაცხადდეს.

“დოკუმენტი ხელს შეუწყობს ბაზრის მონაწილეების შესაბამის საკითხებზე კონცენტირებას და დაეხმარება მათ სამართლებრივ საკითხებში უკეთ გაერკვნენ”,- აღნიშნულია მარეგულირებლის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი