ევა ქაილი: ცენტრალური ბანკები ზედმეტად აკონტროლებენ მოქალაქეების ანგარიშებს

0
2558

ევროპარლამენტის ბერძენმა წევრმა, ევა ქაილიმ განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკები ზედმეტად აკონტროლებენ მოქალაქეების დეპოზიტებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით გასულ კვირას ლონდონში გამართულ რიპლის შეხვედრაზე ქაილიმ კომენტარი გააკეთა. ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ფინანსური კრიზის შემდეგ საბანკო სექტორები საბერძნეთის მოქალქეებს ზედმეტად აკონტროლებდნენ.

საკითხის განხილვის დროს, რომელიც ეძღვნებოდა თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირის მიდგომა კრიპტოვალუტასთან და Blockchain-თან, ევა ქაილიმ განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგია საზღვრებს არ სცნობს.

მან აუდიტორიას ისიც განუცხადა, რომ საჭიროა ტექნოლოგიაში პოტენციალის დანახვა.

ევა ქაილიმ ასევე ისაუბრა იმ სარგებელზე, რასაც ჰქვია Blockchain-ზე დაფუძნებული გადახდის სისტემით საერთაშორისო გადარიცხვებში ჩართვა.

მისი თქმით, ასეთ დროს ხარჯები გაცილებით მცირეა.

“თუ ევროპელი მოქალაქეებისთვის სარგებელი არსებობს, მაშინ არ არსებობს ბანკები, რომლებიც Blockchain-ის პოტენციალს შეაჩერებენ”,-აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ევა ქაილი ევროპაში Blockchain პროექტების დაფინანსებისთვის აქტიურად მუშაობს. ის ასევე მოითხოვდა, რომ მარეგულირებელ სტრუქტურაში მედი სიცხადე ყოფილიყო შეტანილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი