ვაიომინგის შტატის ახალი კანონი კრიპტოვალუტის შესახებ პირველი მარტიდან შევა ძალაში

0
1428

ვაიომინგის შტატმა კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც საშუალებას იძლევა კრიპტოვალუტის სტატუსი ისეთივე გახადოს, როგორიც აქვს ტრადიციულ ვალუტას.

უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი პირველ რიგში კრიპტოვალუტის კლასიფიცირებას გულისხმობს.

თვის დასაწყიში კანონპროექტის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ კრიპტოვალუტა სამ კატეგორიად განიხილებოდა, ესენია: ციფრული სამომხმარებლო აქტივი, ციფრული ფასიანი ქაღალდი და ციფრული ვალუტა.

ნებისმიერი კატეგორიის ციფრული აქტივები, რომლებიც ამ კატეგორიებში მოხვდება, განისაზღვრება როგორც არამატერიალური პირადი საკუთრება. ასევე საუბარი იყო იმაზეც, რომ ციფრულ ვალუტას უნდა მინიჭებოდა ტრადიციული ვალუტის სტატუსიც.

როგორც ვაიომინგის საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზეა მითითებული, კანონი პირველ მარტს შევა ძალაში.

შეგახსენებთ, რომ ვაიომინგის შტატმა კრიპტოვალუტის კლასიფიცირების საკითხზე კანონპროექტი შეიმუშავება იანვარში დაიწყო.

შემოთავაზებული კანონპროექტი ასევე უფლებამოსილებას ანიჭებს ბანკებს უზრუნველყონ სექტორის თანმიმდევრული მომსახურეობა.

შემუშავებული კანონმდებლობა ასევე საშუალებას აძლებს ბანკებს კვალიფიცირებული კადრები აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის მიერ ბანკში იყვნენ წარმოდგენილნი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი