ბოლო რამდენიმე დღეა კრიპტოვალუტების კურსი საგრძობლად შემცირდა.
28 იანვარს ეთერიუმზე ვაჭრობა 113 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე დღის განმავლობაში დაფიქსირებულ ფასის ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენდა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 103 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო ეთერიუმზე ვაჭრობა 106 დოლარზე დაიუხრა.
ექსპერტები ეთერიუმის კურსის შემცირებას 100 დოლარზე ელოდებიან. თუკი კრიპტოვალუტა 100 დოლარის ნიშნულს ჩასცდება მოსალოდნელი დონე 83 დოლარია.
ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.
რაც შეეხება ლაიტკოინს: გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა 32 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე იყო დღის მანძილზე დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ალტკოინის კურსის ყველაზე დაბალი ნიშნული 30 დოლარზე აღმოჩნდა, ხოლო დღის ბოლოს ვაჭრობა 31 დოლარზე დაიხურა.
იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი კიდევ უფრო დაიკლებს მოსალოდნელი დონე 29 დოლარია. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი კიდევ უფრო შემცირდება მაშინ შესაძლოა, ლაიტკოინმა 27 დოლარის ფასის ნიშნული დაიკავოს.
ექსპერტები ინვესტორებს ურჩევენ, რომ 33 დოლარზე ვაჭრობა შეწყვიტონ.