გაერთიანებული სამეფოს ფინანსურმა მარეგულირებელმა კრიპტო აქტივებთან დაკავშირებით დოკუმენტი გამოაქვეყნა.
დოკუმენტი მიზნად ისახავს კრიპტო სფეროს რეგულაციების მხრივ მეტი სიცხადე შესძინოს. დაწყებულია კონსულტაციის პერიოდი, რომელიც 2019 წლის 5 აპრილს უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლის პოზიცია საბოლოოდ უნდა გაცხადდეს.
“დოკუმენტი ხელს შეუწყობს ბაზრის მონაწილეების შესაბამის საკითხებზე კონცენტირებას და დაეხმარება მათ სამართლებრივ საკითხებში უკეთ გაერკვნენ”,- აღნიშნულია მარეგულირებლის განცხადებაში.
დოკუმენტში განმარტებულია, რომ კრიპტო აქტივი შეიძლება განიხილოს, როგორც სპეციფიკური ინვესტიცია, ფინანსური ინსტრუმენტი ან ელექტრონული გადახდის საშუალება. სამივე შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციას სხვადასხვა უწყება ითავსებს.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ დეკემბერში გაერთიანებული სამეფოს საგადასახადო სერვისმა გამოაქვეყნა პირველი დეტალური საგადასახადო კანონმდებლობა კერძო კრიპტოვალუტის მფლობელთათვის.
ახალი კანონის თანახმად, ინვესტორები ვალდებულნი არიან გადაიხადონ სხვადასხვა ტიპის საშემოსავლო გადასახადი, რაც ძირითადად განისაზღვრება კრიპტოვალუტით ვაჭრობის ტიპის მიხედვით.
უშუალოდ საგადასახადო ორგანოს ციფრული ვალუტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს, რომ შემოღებული დაბეგვრის სისტემა კრიპტო სფეროს განვითარებას მნიშვნელოვნად წაადგება.