ესპანეთის კიდევ ერთი პორტი Blockchain ტექნოლოგიის დანერგვაზე მუშაობს

0
1740

სამხრეთ ესპანეთის ალჟესირასის პორტმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც IBM-ის გადაზიდვის პლატფორმა Tradelens-თან ითანამშრომლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Europa News-ი ავრცელებს.

Tradelens-ი არის ციფრული პლატფორმა, რომელიც დაფუძნებულია Blockchain ტექნოლოგიაზე. კომპანია დაარსებულია საერთაშორისო გადაზიდვის გიგანტის Maersk-ისა და IBM-ის მიერ.

ალჟესირასის პორტი ევროპის 10 ყველაზე დატვირთული პორტიდან ერთ-ერთია. ყოველწლიურად პორტი 70 მილიონი ტონა ტვირთის მიმოსვლას უზრუნველყოფს.

Euro News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პლატფორმა პორტს საშუალებას მისცემს პარტნიორებს ინფორმაცია უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ გადასცეს.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ბოლოსთვის Tradelens-ზე ოფიციალურად 230 მილიონი გადაზიდვა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ოქტომბერში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვალენსიის პორტი Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას აპირებდა.

ხოსე გარსია დე ლა გუია, რომელიც პასუხისმგებელი იყო ვალენსიის პორტის მმართველობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, განმარტავდა, რომ ისინი Blockchain-ით ლოჯისტიკის გაუმჯობესებას არამარტო ვალენსიაში, არამედ ესპანეთის სხვა საერთაშორისო პორტებშიც გეგმავდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი