ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია ICO-ს მარეგულირებლებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

0
2241

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსოფლიო მასშტაბით ყველა მარეგულირებელმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლოს. თანამშრომლობის მიზანს კი პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) განვითარება წარმოადგენს.

ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ დოკუმენტი გამოსცა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია მარეგულირებლებს ICO-ს განსაზღვრებასთან დაკავშირებით მარეგულირებლ სისტემაში მეტი სიცხადის შეტანას ურჩევს.

ანგარიში ასევე ხაზს უსვამს სტანდარტული პროცედურების დაცვის აუცილებლობას, ფულის გათეთრების თავიდან არიდებასა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ზომების მიღებას.

ანგარიშის მიმოხილვებისთვის მიძღვნილ ცალკეულ დოკუმენტში ნათქვამია:

“დელიკატურ ბალანსს უნდა მიაღწიოს მარეგულირებელმა სამეთვალყურეო მოთხოვნების შემუშავებისა და გამოყენების საკითხში”.

მიუხედავად ამისა, ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ICO-ების გლობალური ხასიათის გათვალისწინებით, არსებობს საერთაშორისო თანამშრომლობის საჭიროება მარეგულირებელი არბიტრაჟის აღსაკვეთად. ტექსტის თანახმად, ასეთი თანამშრომლობა საშუალებას მისცემს ICO-ებს უზრუნველყონ თავიანთი პოტენციალის დაცვა Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემით.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია განიხილება, როგორც ნატოს კოლეგა ეკონომიკურ საკითხებში. ორგანიზაციის მიზანია დაეხმაროს მთავრობებს მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და ცხოვრების დონის ამაღლებაში.

გასული წლის აგვისტოში კი ორგანიზაციამ პირველი მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციის შესახებ განაცხადა, რომელიც Blockchain ტექნოლოგიას მიეძღვნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი