ბელორუსში ახალი კრიპტო პლატფორმა გაიხსნა

0
1811

ბელორუსში სავაჭრო პლატფორმა გაიხსნა, სადაც შესაძლებელია კრიპტოვალუტით ოქროსა და სხვა ტრადიციული აქტივების შეძენა.

ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტს მხარს უჭერს ორი კომპანია: Larnabel Ventures-ი და VP Capital-ი.

რაც შეეხება ბელორუსის მთავრობას, კომენტარი ამ საკითხზე ჯერ არ გაკეთებულა.

მას შემდეგ, რაც პლატფორმამ დაიწყო მუშაობა 150 სახის სხვადასხვა ტოკენი შეიქმნა. კომპანია იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში ეს რიცხვი 10.000-მდე გაიზარდება.

“როიტერი” იტყობინება, რომ პლატფორმამ 2.000 სარეგისტრაციო განაცხადი გახსნიდან პირველი ორი საათის განმავლობაში მიიღო.

“როიტერის” ინფორმაციის თანახმად, ბელორუსის მთავრობა ტოკენებით განხორცილებულ ტრანზაქციებს 2023 წლამდე არ დაბეგრავს. თუმცა, ახალ პლატფორმაზე რეგისტრაციისას მოვაჭრეებს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროცედურების გავლა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ნოემბერში ბელორუსიის მაღალტექნოლოგიური პარკი IT ინდუსტრიისადმი მიძღვნილ სპეციალურ ეკონომიკურ ზონად გამოცხადდა.

ამასთან ერთად, ბელორუსი კრიპტოვალუტებისთვის მეგობრული ზონა გახდა. როგორც მთავრობაში აცხადებდნენ, ეს ხელს შეუწყობდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი