ეთერიუმის კურსი შესაძლოა, 100 დოლარამდე შემცირდეს

0
2345

გუშინ ყველა კრიპტოვალუტის კურსი დაახლოებით 10%-დან 19%-მდე შემცირდა.

ბოლო მონაცემებით ეთერიუმის ფასმა 14%-ით დაიკლო. ამჟამად, ალტკოინის ფასი 128 დოლარის ფარგლებში მერყეობს. გუშინ ეთერიუმზე ვაჭრობა 150 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი 152 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული 126 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო ეთერიუმზე ვაჭრობა 128 დოლარზე დაიუხრა.

ანალიტიკოსები ეთერიუმის ფასის კლებას 100 დოლარზე ელოდებიან. თუკი კრიპტოვალუტა 100 დოლარის ნიშნულს ჩასცდება მოსალოდნელი დონე 83 დოლარია.

ამ ეტაპზე ექსპერტები ინვესტორებს ვაჭრობას არ ურჩევენ.

რაც შეეხება ლაიტკოინს: ალტკოინის კურსმა დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 13%-ით დაიკლო. გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა 38 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 39 დოლარს შეადგენდა, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 33 დოლარზე დაფიქსირდა. ასევე 33 დოლარზე დაიხურა ლაიტკოინზე ვაჭრობაც.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი კიდევ უფრო დაიკლებს მოსალოდნელი დონე 27 დოლარია. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი კიდევ უფრო შემცირდება მაშინ შესაძლოა, ლაიტკოინმა 23 დოლარის ფასის ნიშნული დაიკავოს.

ამ ეტაპისთვის ანალიტიკოსები ტრეიდერებს არც ლაიტკოინში ურჩევენ ინვესტიციის განხორციელებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი