2 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1639

ოთხშაბათს, 2 იანვარს კრიპტოვალუტების ბაზარი ოდნავ გაიზარდა.

ბიტკოინმა მოახერხა და ფასი 3.800 დოლარის ნიშნულს ასცდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 3%-ით გაუმჯობესდა.

რაც შეეხება ბიტკოინის უმაღლეს მაჩვენებელს, ის 3.947 დოლარს შეადგენდა.

გუშინ ეთერიუმმა კვლავ დაიბრუნა თავისი პოზიცია და იგი კაპიტალიზაციის მიხედვით კვლავ მეორე კრიპტოვალუტა არის.

ეთერიუმის კაპიტალიზაციამ თითქმის 15.8 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო რიპლის კაპიტალიზაცია სულ რაღაც ერთი მილიარდი დოლარით ჩამორჩება.

ეთერიუმის კურსი კი დაახლოებით 13%-ით არის გაუმჯობესებული. გუშინ ალტკოინის ფასი 155 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 2 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 132 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვირას 30 დეკემბერს დაფიქსირდა კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც გუშინდელზე 2 მილიარდით მეტს, 134.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი