ტაილანდის არჩევნებში Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებენ

0
2183

ტაილანდის ეროვნული ელექტრონიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ცენტრი Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ხმის მიცემის სისტემის შესაქმნელად მუშაობს.

ამის შესახებ ინფორმაციას Bangkok Post-ი ავრცელებს.

ელექტრონიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ცენტრი არის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ეროვნული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოსა და მეცნიერების და ტექნოლოგიების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ორგანიზაცია ძირითადად ხელს უწყობს კომპიუტერული ტექნოლოგიის, IT და ტელეკომუნიკაციების განვითარებას.

“ცენტრმა შეიმუშავა ელექტრონული კენჭისყრის Blockchain ტექნოლოგია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ეროვნულ, პროვინციულ და ადგილობრივ არჩევნებზე. აგრეთვე, ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია კომპანიების მხირდან დირექტორთა საბჭოს არჩევის დროს. ტექნოლოგია მიზნად ისახავს თაღლითობის შემცირებას და მონაცემთა მთლიანობის შენარჩუნებას”,- განაცხადა ცენტრის კიებერლაბორატორიის ხელმძღვანელმა ჩალე ვორაკალპაიპეტმა.

ცენტრის კიებერლაბორატორიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ სისტემაში ფუნქციონირებისთვის საჭიროა კონტროლიორი, ამომრჩეველი და კანდიდატი. კონტროლიორი ამოწმებს ბარათს ანუ ამომრჩეველთა ვინაობას. ამომრჩეველი კი ელექტრონულად მისცემს სასურველ კანდიდატს ხმას.

Blockchain-ზე დაფუძნებულ საარჩევნო სისტემას აქვს ბევრი დადებით მხარე ისეთი როგორიცაა: უსაფრთხოება, ხარჯების დაზოგვა და სისწრაფე.

ჩალე ვორაკალპაიპეტმა თქმით, Blockchain-ით კენჭისყრა მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემა უნივერსიტეტების არჩევნებში გამოსადეგი იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი