28 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1724

პარასკევს, 28 დეკემბერს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ გაუმჯობესდა. კრიპტოვალუტების ფასებმა დაახლოებით 6-დან 12%-მდე მოიმატა.

ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 6%-ით არის გაუმჯობესებული. ამ ეტაპზე ციფრული ვალუტის ღირებულება 3.953 დოლარს შეადგენს.

ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ 2018 წლის ბოლომდე ბიტკოინი 4.000 დოლარის ზღვარს გადალახავს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა 2.4% დაკარგა.

რაც შეეხება კაპიტალიზაციით მეორე უდიდეს კრიპტოვალუტა რიპლის: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რიპლის ფასი 6.67%-ით არის გაზრდილი. დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რიპლის ფასი 0.38 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 28 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 133 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 27 დეკემბრის ციფრული ვალუტების კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 3 მილიარდით ნაკლები იყო დაახლოებით 130 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი