25 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1695

სამშაბათს, 25 დეკემბერს კრიპტოვალუტების ბაზარმა შემცირება განიცადა. ციფრული ვალუტების ფასებმა დაახლოებით 3%-ით დაიკლო. ეს საგანგაშო მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, არ არის, თუმცა ფასების ზრდის ტენდენციის შემდეგ ინვესტორები ოდნავ იმედგაცრუებულები არიან.

ბიტკოინის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 3.815 დოლარამდე შემცირდა. წინა კვირის მანძილზე ბიტკოინის ფასი იზრდებოდა. 24 დეკემბერს კრიპტოვალუტის კურსმა კი 4.271 დოლარსაც კი მიაღწია.

რაც შეეხება რიპლის: ბიტკოინის კურსის მსგავსად რიპლის ფასიც შემცირდა. 25 დეკემბერს ალტკოინის ღირებულება 0.37 დოლარზე დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი რიპლის კურსმა დაახლოებით 2%-ით დაიკლო.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ 24 დეკემბერს ციფრული ვალუტის კურსი 0.45 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. გუშინდელი ფასის შემცირების დროს კი რიპლის კურსის მაჩვენებელი 0.35-სა და 0.39 დოლარს შორის იყო მოქცეული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 25 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 128.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი