კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1486

წინა კვირას ციფრული ვალუტების ფასები საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ბიტკოინი

ბიტკოინის ფასმა 4.000 დოლარის ზღვარი დასძლია და ექსპერტების შეფასებით ეს ზრდის ტენდენციის პირველი ნიშანი იყო. მიუხედავად ამისა, არსებობს კურსის კლების შანსიც.

ფასის კლების შემთვხევაში მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ფასი 3.787-სა და 3.236 დოლარს შორის მოექცეს. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის ფასი მოიმატებს მაშინ ექსპერტები ბიტკოინის ფასის მოძრაობას 4.500 დოლარიდან 4.914 დოლარის ფარგლებში ელოდებიან.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 4.500 დოლარზე დაასრულონ ვაჭრობა.

რიპლი

უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში რიპლის წინააღმდეგობა 0.40 დოლარზე შეხვდა.

ანალიტიკოსების აზრით, კლების ტენდენციისას მოსალოდნელია, რომ ალტკოინის ფასი 0.40 დოლარის ქვემოთ აღმოჩნდეს, ხოლო ფასის ზრდის შემთხვევაში ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რიპლის კურსი 0.50-დან 0.62 დოლარს შორის იმოძრავებს.

ანალიტიკოსები მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში რეკომენდირებენ ვაჭრობას.

ეთერიუმი

ეთერიუმის წინაშე 122 დოლარის წინააღმდეგობა იყო. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა ამ ნიშნულს დასძლევდა მოსალოდნელი იყო, რომ ფასს 130-სა და 136 დოლარს შორის ემოძრავა.

თუმცა დღევანდელი მონაცემებით ეთერიუმის კურსი 150 დოლარამდე მერყეობს. ეს ზრდის ტენდენციის აშაკარა ნიშანია. იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასი დაეცემა მოსალოდნელია, რომ კურსმა 100-სა და 83 დოლარს შორის იმერყეოს.

ანალიტიკოსები გაზრდილი ფასის დროს რეკომენდირებენ ვაჭრობის დაწყებას.

ბიტკოინ Cash-ი

სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად გაიზარდა ბიტკოინ Cash-ის კურსიც. ამ ეტაპზე ალტკოინის ღირებულება 191 დოლარს შეადგენს.

კრიპტოვალუტის ფასი განსაკუთრებით გუშინ გაუმჯობესდა. 23 დეკემბერს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 197 დოლარზე გაიხსნა და დაიხურა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი მონაცემი კი 206 დოლარს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, ექსპერტები ალტკოინის ფასის დაცემას ნაკლებად ელოდებიან.

ბიტკოინ Cash-ის ფასის შემცირების დროს ანალიტიკოსები ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.

ლაიტკოინი

ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ ლაიტკოინის ფასი 36 დოლარს მიაღწევდა. ექსპერტების პროგნოზი თითქმის გამართლდა. ამ ეტაპზე ალტკოინის ფასი 35 დოლარია.

ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ლაიტკოინის ფასმა 28-დან 23 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის კონფიგურაციას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი