3 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1584

ორშაბათს, 3 დეკემბერს კრიპტოვალუტების ბაზრები ისევ კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თითქმის ყველა ციფრული ვალუტის კურსი 4%-დან 10%-მდე შემცირდა.

ბიტკოინის ფასი 4.000 დოლარის ნიშნულის ქვემოთ აღმოჩნდა. კრიპტოვალუტის ღირებულება დაახლოებით 7%-ით შემცირდა და 3.868 დოლარის ფარგლებში დაიწყო მერყეობა. ბიტკოინის ფასის შემცირებას კაპიტალიზაციის შემცირებას მოჰყვა. გუშინ, ციფრული ვალუტის კაპიტალიზაცია 72 მილიარდიდან 67 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

უნდა აღინიშნოს, რომ თვის განმავლობაში ბიტკოინის ფასის კლების მაჩვენებელი 39.6%-ს შეადგენს.

რაც შეეხება რიპლის: რიპლის კურსი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 5.6%-ით შემცირდა. კვირის განმავლობაში რიპლის ფასის ნიშნულმა 7.6%-ით დაიკლო, ხოლო 30 დღის მანძილზე ალტკოინის კურსმა 23.7% დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 3 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 125.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

წინა დღის მონაცემებთან შედარებით კაპიტალიზაცი თითქმის 7%-ით არის შემცირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი