დღის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2538

კრიპტოვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. დღეს, ბიტკოინის ფასი 7000 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. ასეთი შემთხვევა ნოემბრის შუა რიცხვებშიც დაფიქსირდა. ბიტკოინის დღევანდელი ფასის ვარდნა წინა კვირის ბაზრის კაპიტალიზაციის შემცირების ერთგვარი გაგრძელებაა.

CoinDesk-ის ბიტკოინის ფასის ინდექსი 6888.45 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა, რაც დილას დაწყებული ვაჭრობიდან 15%-ით შემცირებას გულისხმობს. წნეხის დროს ბიტკონის ფასი 7000 დოლარზე ზემოთ გამყარდა. ვაჭრობა კი, 7009.75 დოლარზე იყო შესაძლებელი. მთლიანობაში, ბიტკოინით ვაჭრობა შესაძლებელი იყო 8186.65-დან, მაგრამ ბოლო მონაცემების თანახმად, ბიტკოინის ღირებულება 1200 დოლარით შემცირდა.

როგორც CoinDesk-ი იუწყება, მთლიანი კრიპტოვალუტის ბაზარმა იანვრის დასაწყისში დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლიდან, დაახლოებით, 50%-ით დაბლა დაიწია. იანვარში საერთო ბაზრის კაპიტალიზაცია 800 მილიარდ დოლარას შეადგენდა.

CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, ახლა კაპიტალიზაცია დაახლოებით, 332 მილიარდი დოლარია.

კურსის ვარდნა განიცადა ეთერიუმმა, რომელიც 700 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა და ბიტკოინ cash-მაც, რომლის ფასიც დღის განმავლობაში 1000 დოლარამდე დაეცა.

მნიშვნელოვანია, რომ კრიპტოვალუტის მომხმარებლებმა გარკვეულ მოვლენებს მიაქციონ ყურადღება: უპირველესად ეს არის უცხოური სავაჭრო ობიექტების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, როგორც ჩინეთის შემთხვევაში მოხდა და ბანკები, რომლებიც კლიენტებს საკრედიტო ბარათით ციფრული ვალუტის ყიდვას უკრძალავენ. სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს კრიპტოვალუტების ფასების დაცემასა და ბაზრის კაპიტალიზაციის შემცირებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი