ბოლო ორი დღეა, რაც ეთერიუმის კურსი 120 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ, კრიპტოვალუტის კურსი შემცირდა. 29 ნოემბერს ეთერიუმზე ვაჭრობა 122 დოლარზე გაიხსნა. 123 დოლარი წარმოადგენდა დღის განმავლობაში დაფიქსირებულ ფასის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი 115 დოლარზე დაფიქსირდა. საღამოს კი ალტკოინზე ვაჭრობა 117 დოლარზე დაიხურა.
მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ 28 და 29 ნოემბერს ეთერიუმის კაპიტალიზაცია დაახლოებით 12 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ანალიტიკოსები ეთერიუმის ფასის ზრდის შემთხვევაში ელოდებიან, რომ კურსი 160 დოლარამდე გაიზრდება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეთრიუმმა ფასის კლების ტენდენცია აჩვენა მოსალოდნელია, რომ კურსი 83 დოლარამდე დაეცეს.
ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ვაჭრობას არ რეკომენდირებენ.
რაც შეეხება EOS-ს: ეთერიუმის კურსის მსგავსად გუშინ ოდნავ შემცირდა EOS-ის კურსიც. 29 ნოემბერს ალტკოინზე ვაჭრობა 3.29 დოლარზე გაიხსნა. დღის მანძილზე დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 3.30 დოლარს შეადგენდა, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი 2.93 დოლარს. დღის ბოლოს EOS-ზე ვაჭრობა კი 3.02 დოლარზე დაიხურა.
იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის კურსმა დაიკლო მოსალოდნელია, რომ ფასი 2.40 დოლარამდე დაეცეს.
ექსპერტები მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში ურჩევენ ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას.