26 ნოემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1522

ორშაბათს, 26 ნოემბერს ციფრული ვალუტების ბაზარი მეტ-ნაკლები სტაბილურობით გამოირჩეოდა.

მას შემდეგ, რაც 25 ნოემბერს ბიტკოინის კურსი 4.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა გუშინდელი დღე არცთუ წარუმატებელი იყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა 3.2%-ით მოიმატა. კრიპტოვალუტა ნელ-ნელა 4.000 დოლარის ნიშნულს მიუხლოვდა და მოახერხა, რომ 4.107 დოლარზეც დაფიქსირებულიყო.

რაც შეეხება კაპიტალიზაციით მეორე ყველაზე დიდ კრიპტოვალუტას: რიპლის კურსი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში აშკარად გაუმჯობესებულია.

რიპლის ფასი დღის განმავლობაში 0.37 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. თუმცა კრიპტოვალუტამ ეს მაჩვენებელი დღის ბოლომდე ვერ შეინარჩუნა. 26 ნოემბერს რიპლიზე ვაჭრობა 0.35 დოლარზე დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 26 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 125 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ფასების მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებისა, გუშინ კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია დაახლოებით 5 მილიარდი დოლარით შემცირდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი