მალაიზიის ფინანსთა მინისტრმა ლი გუენ ენგმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის გამოშვების საკითხი დადგება მაშინ ცენტრალურ ბანკთან გარკვეული საკითხები უნდა შეთანხმდეს. მალაიზიის საკანონმდებლო ორგანოში საკითხის განხილვა მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტის გამოშვებას ეხებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
თავისი პოზიცია კი ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში ვიზიტის დროს დააფიქსირა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის პარლამენტში რეგულაციის საკითხზეც აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა.
დისკუსია ასევე მიმდინარეობდა Harapan Coin-ის შესახებაც. Harapan Coin-ი შესაძლებელია, გახდეს მსოფლიოში პირველი პოლიტიკური დაფინანსების კრიპტოვალუტით მოძიების პლატფორმა, რომელიც, თავის მხრივ, Blockchain ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მალაიზიაში ოპოზიციური პარტიისთვის ფინანსების მოპოვებას მოქალქეები კრიპტოვალუტით ცდილობდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ Harapon Coin-ი მალაიზიის მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შეიქმნა.
პროექტის მიზანია ფულადი სახსრების შეგროვება მალიაზიის ოპოზიციური პარტიისთვის.