შაბათ-კვირას დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2290

შაბათს, 17 ნოემბერს ციფრული ვალუტების ბაზარი 4%-ით გაიზარდა.

ბიტკოინის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ ოდნავ გაუმჯობესდა. კრიპტოვალუტის ფასმა დაახლოებით 1%-მდე მოიმატა. საბოლოოდ, კი ბიტკოინის კურსი 5.600 დოლარის ფარგლებში დაფიქსირდა.

ეთერიუმმა კი მოახერხა და 170 დოლარზე მეტი აჩვენა. ალტკოინის ღირებულებამ 173 დოლარი შეადგინა.

CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, შაბათს, კრიპტოვალუტების კაპიტალიზაციამ 183 მილიარდი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება კვირა დღეს: კრიპტოვალუტების ბაზარი 1-დან 7%-მდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბიტკოინის კურსმა განსაკუთრებული ფასის ზრდა ვერ აჩვენა და კვლავ შაბათი დღის მაჩვენებლის გარშემო, 5.600 დოლარზე გააგრძელა მოძრაობა.

რაც შეეხება ეთერიუმს: კვირას კრიპტოვალუტამ 175 დოლარის ნიშნული დაიკავა. ალტკოინის ფასმა 1.3%-ით მოიმატა.

მთლიანი კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 16%-ით შემცირდა, ხოლო თვის განმავლობაში ფასის დანაკარგი 15%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, კვირას, 18 ნოემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 186 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი