Wall Street-ის ანალიტიკოსმა ტომ ლიმ უარყო თავისი ადრინდელი განცხადება და თქვა, რომ 2018 წლის ბოლოს ბიტკოინის კურსი 15.000 დოლარამდე შეძლებს გაზრდას.
ამის შესახებ CNBC იტყობინება.
ანალიტიკოსის მოსაზრებით, ამ ეტაპზე, ბიტკოინის სამიზნე ფასი 7.000 დოლარი უნდა გახდეს. როდესაც ბიტკოინის კურსი 5.500 დოლარის ზღვრამდე ჩავიდა ტომ ლიმ საჯაროდ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის ფასი ამაზე დაბლა აღარ მოხვდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ის სიტუაციის შეფასებას ცდილობს მიიჩნევს, რომ საჭიროა პოზიტიური პროგნოზების გაკეთება. მისი აზრით, ამ ეტაპზე, 6.000 დოლარის ზღვარი მნიშვნელოვანი პოზიცია იქნება, რათა ინვესტორებს იმედი მიეცეთ მომდევნო ფასის მომატებისა.
ჯერ კიდევ სექტემბრის ბოლოს ტომ ლი კრიპტოვალუტის კურსთან დაკავშირებით პოზიტიურ პროგნოზს აკეთებდა და აცხადებდა, რომ ეთერიუმის კურსი 2019 წლისთვის 1.900 დოლარის ნიშნულს მიაღწევდა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში ანალიტიკოსი აცხადებდა, რომ იგი ბიტკოინით სასიამოვნოდ გაკვირვებული იყო. ლი ასევე აღნიშნავდა, რომ ინვესტიციების განსახორციელებლად შესაფერისი დრო იყო, რადგან ბიტკოინის კურსი სტაბილურობით გამოირჩეოდა.